კავშირ ,,პოლონიასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრის ინიციატივით, თსუ-ში 2025 წლის 24-25 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-პოლონური ურთიერთობების ორი საუკუნე“. კონფერენცია ეძღვნება კავშირ „პოლონიას“ მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს.
კონფერენცია გაიხსნება 24 სექტემბერს, 12. 30 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“, პოლონეთის სენატი.
კონფერენციაში მონაწილეობენ: პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში არტურ გამბალი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი რაფალ პერლი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ნუნუ მიცკიევიჩი, საპატიო სტუმრები და მეცნიერები პოლონეთიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.